Wednesday, July 21, 2010

ადამიანის უფლებები და თავისუფლებები

პროექტის სახელი: ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
მნიშვნელობა/აქტუალობა, მიზანი: ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გაცნობა და შესწავლა ხელს შეუწყობს მოსწავლეების სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, ზოგადი უნარ–ჩვევების განვითარებას (კვლევისა და ანალიზის, ინფორმაციის სწრაფი და მიზნობრივი მოპოვება ისტ–ის საშუალებით, პრეზენტაციის კომუნიკაბელურობას).
პროექტის აღწერა: ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესწავლის მიზნით მოსწავლეები მოიპოვებენ და გამოიკვლევენ საჭირო მასალებს, სამართლის, ისტორიის სხვადასხვა ლიტერატურიდან, ინტერნეტიდან: რა უფლებებით სარგებლობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა არის ბუნებითი, ანუ აბსოლუტური უფლებები და შეზღუდული უფლებები; მოსწავლეები მოიპოვებენ და გამოიკვლევენ ადამიანის უფლებათა ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე; შეისწავლიან ადამიანის უფლებათა კლასიფიკაციას; გაეცნობიან: საქართველოს კონსტიტუციას, როგორც ადამიანის უფლებათა უმთავრეს გარანტს საქართველოში; ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან ერთად რა მოვალეობები აქვთ.
მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა: 3–5 თვე.
პროექტის აქტივობები: პროექტში მონაწილეობენ მოსწავლეები და მასწავლებელი. პროექტთან შესაბამისი ინფორმაციების მოძიების შემდეგ მოსწავლეები იმსჯელებენ, გააკეთებენ ჩანაწერებს, სქემებს, პრეზენტაციას, შექმნიან ფოტო–ალბომს, ელექტრონულ ჟურნალს, ინტერნეტში–ვებ–გვერდს, თანატოლებთან შეხედულებების გაზიარების მიზნით.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები განივითარებენ მოქალაქეობრივ აზროვნებას, გაერკვევიან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებში, ამ უფლებებების შესაბამის ვალდებულებებში. ეს გამოადგებათ რეალური ცხოვრებისეული პრობლემების სწორად გადაწყვეტაში. ისტ–ის დახმარებით დაეუფლებიან ინფორმაციის მოპოვების ხერხებს, გამოავლენენ პირად შესაძლებლობებს.
საგნობრივი/ეროვნულ გეგმასთან კავშირში: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას სამოქალაქო განათლებაში, სამართლის საკითხებში, ისტორიაში, ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლიგიების გამოყენებაში (ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ–გვერდის შექმნა).
სამუშაო ენა: ქართული.
პროექტის იდეის ავტორი: თამარ ნონიაშვილი.
ავტორის ელ–ფოსტა: TamarNoniashvili@gmail.com